Sunday, May 15, 2016

მეცხრე დღე

საკმაოდ საინტერესო დღე იყო.
 წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შესრულებული პრეზენტაციები.

Saturday, May 14, 2016

მერვე დღე

 დღეს ვიმუშავე ბლოგის  დიზაინის და სახელის  შეცვლაზე. ვისწავლე ბლოგის სათაურის შეცვლა.  შევძელი ბლოგზე ფურცლის შექმნა ( ჩემი პროექტი და კონტაქტები) და მასთან ერთად მენიუს ზოლის გამოტანა. ბოლოს პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე გავაზიარე ბლოგზე და კოლეგების მიერ გამოქვეყნებული პროექტები დავათვალიერე. 

Monday, May 9, 2016

მეექვსე დღე

   

     დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სასწავლო ნიმუშების შექმნაზე. განვიხილეთ სასწავლო პროექტების პრეზენტაციების ნიმუშები. დავათვალიერეთ პროექტების რესურსები და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით შევქმენით მოსწავლის სასწავლო პროექტი, რომელიც გავაფორმეთ   სურათებით. ნამუშევარი შევინახეთ ჩვენ დისკზე.





Sunday, May 8, 2016

მეხუთე დღე

 დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, სადაც წინარე ცოდნა შევადგინეთ. მოვამზადეთ პრეზენტაცია სასწავლო პროექტზე. ვისწავლეთ საკუთარი ფოსტის დისკზე ნამუშევარი მასალის ატვირთვა. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის დოკუმენტს.

Saturday, May 7, 2016

მეოთხე დღე

                                         
დავგეგმეთ და სასწავლო პროექტის გეგმაში ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი).
დავგეგმეთ შეფასების დროის ჩარჩო პროექტის მსვლელობის ეტაპების მიხედვით (პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ).